07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
დღეს ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ

ფილადელფიაში დღეს დემოკრატების ყრილობა იხსნება, რომელზეც ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ. ყრილობას წინ უძღოდა სკანდალი,  Wikileaks-მა პარტიის ლიდერთა მიმოწერა გამოაქვეყნა.

წერილებიდან ირკვევა, რომ ისინი ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ დემოკრატების მეორე კანდიდატის - ბერნი სანდერსის კამპანიის ჩაშლის გეგმას განიხილავდნენ. ამის გამო პარტიის თავმჯდომარემ პოსტის დატოვება გადაწყვიტა.

ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროვებაში კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მოსკოვი ამით ცდილობს ნოემბერში დონალდ ტრამპს გამარჯვებაში დაეხმაროს.

დღის ამბები