07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
რუსეთის ნაკრების პირველი ნაკადი რიოსკენ დაიძრა

რუსეთის ოლიმპიური ნაკრები რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გაემგზავრება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, მაგრამ აკრძალვა კვლავ ვრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებიც დოპინგის მიღებაში იყვნენ მხილებული.

ანუ სპორტული შეჯიბრის მიღმა დარჩება რუსეთის მძლეოსნობის ნაკრების 68 წევრი და კიდევ რამდენიმე, სხვა სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენი.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა საკუთარი გადაწყვეტილება ლოზანაში, ოლიმპიური კომიტეტის შტაბ ბინაში გამოაცხადა. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათ ამ გადაწყვეტილებით ის რუსი სპორტსმენები წაახალისეს, ვინც სამართლიანი ბრძოლის პრინციპებს იცავდა.

68 მძლეოსანის გარდა, დისკვალიფიცირებული რუსი სპორტსმენების რაოდენობა სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, ვინაიდან დოპინგ სკანდალის რუსი ძალოსნები მოჭიდავეებიც იყვნენ მხილებული. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, რუსეთის ნაკრების პირველი ნაკადი რიოსკენ დაიძრა.

ავტორი: დავით ერაძე

დღის ამბები