07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთში ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა

თურქეთში დაკავებები გრძელდება. ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდერი გასცა. მათ შორისაა ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე კრიტიკულ სტატიებს წერდა. ამის გამო ის სამი წლის წინ გაზეთის რედაქციიდან დაითხოვეს.

ჯერჯერობით უცნობია უკვე დააკავეს თუ არა სიაში მყოფი ჟურნალისტები. თურქული მედიის ცნობით, მათი დაპატიმრების ორდერი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გაიცა.

ხელისუფლებამ უკვე დახურა რამდენიმე მედია საშუალება, რომელიც ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. თურქეთის ხელისუფლება მას სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად ასახელებს.

დღის ამბები