07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
აშშ-ში მორიგი თავდასხმა ღამის კლუბთან - არიან დაღუპულები და დაშავებულები

მორიგი თავდასხმა მოხდა ღამის კლუბთან შეერთებულ შტატებში. შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ფლორიდის ქალაქ ფორტ მაიერსში, კლუბის ავტოსადგომთან გახსნა. იმ დროს კლუბში მოზარდების წვეულება მიმდინარეობდა.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 2 და დაიჭრა 16 ადამიანი, თავდასხმის მოტივი უცნობია, დაკავებულია სამი ადამიანი.

გამოძიება მიმდინარეობს კიდევ ორ ფაქტზე. კლუბთან მომხდარი სროლის შემდეგ, შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი ბინა და მანქანა დაცხრილა. ამ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცველები ინციდენტში მონაწილე კიდევ რამდენიმე პირს ეძებენ.

დღის ამბები