07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში-სამსახურიდან გათავისუფლებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრემიერთან ერთად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში ამ ფორმატში მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.

შეხვედრას წინ უძღოდა ხელისუფლების მორიგი ბრძანება 42 ჟურნალისტის დაპატიმრების შესახებ. მათ შორისაა ცნობილი მწერალი და ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც მაღალჩინოსნებზე კრიტიკულ სტატიებს წერდა.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ელჩების გამოწვევასაც აპირებს. სამსახურიდან დაითხოვეს სახელმწიფო ავიაკომპანია თურქეთის ავიახაზების 100-ზე მეტი თანამშრომელიც.

სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა და სამსახურებიდან გათავისუფლებულთა რიცხვმა თურქეთში უკვე 60 ათასს გადააჭარბა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები