07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
თავდასხმა ტოკიოში, უნარშეზღუდულთა ცენტრში - დაღუპულია 19 ადამიანი

19 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა ტოკიოს დასავლეთით უნარშეზღუდულთა ცენტრში, ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად. ეჭვმიტანილ იუკვე დაკავებულია. ის ამავე დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, 26 წლის მამაკაცია.

თავდამსხმელი პოლიციაში თავად გამოცხადდა და მას დანა თან უკვე აღარ ჰქონდა. პოლიცია თავდასხმის შესაძლო მოტივებს სწავლობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით კი, ეჭვმიტანილმა პოლიციას განუცხადა, რომ უნარშეზღუდულთა მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ჰქონდა.

დღის ამბები