07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქეთში დაკავებები გრძელდება - მარმარისში სამხედროები დააპატიმრეს

თურქეთში დაკავებები გრძელდება. ამჯერად საკურორტო ქალაქ მარმარისში ის სამხედროები დააპატიმრეს, რომლებსაც 15 ივლისს ამბოხებაში მონაწილეობასა და იმ სასტუმროზე თავდასხმაში ედებათ ბრალი, სადაც პრეზიდენტი ერდოღანი ისვენებდა.

დაკავებების ფონზე ქვეყანა სიკვდილით დასჯის კანონის აღდგენისთვის ემზადება. ამ და სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსი უკვე მიღწეულია. პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ ამ საკითხზე მინისტრთა კაბინეტის მორიგი სხდომა გამართა.

დღის ამბები