07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
გერმანიის ხელისუფლება თავდასხმებს არ გამორიცხავს

გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი თავდასხმების ფონზე, ბავარიის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში ისევ განმეორდეს, რისთვისაც ისინი მზად უნდა იყვნენ.

ეს განცხადება ქალაქ ანსბახში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა, სადაც 2 დღის წინ თვითმკვლელმა ტერორისტმა მუსიკის ფესტივალზე აიფეთქა თავი. შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ უკვე აიღო მომხდარზე პასუხისმგებლობა და საკუთარ საინფორმაციო ვებ გვერდზე ტერორისტის ვიდეო მიმართვა და ფოტოებიც გაავრცელა.

დღის ამბები