07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ფილადელფიაში "დემოკრატების" ყრილობამდე გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა

შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში დემოკრატების ყრილობამდე გამართული საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.

ბერნი სანდერსის მხარდამჭერებმა პოლიციის ბარიკადების გარღვევა სცადეს, ჰილარი კლინტონის კანდიდატურის გასაპროტესტებლად. დემოკრატების ყრილობაზე კლინტონი, პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად უნდა წარადგინოს პარტიამ.

მის მხარდასაჭერად სიტყვით თავად ბერნი სანდერსიც გამოვიდა. პარტიის ოთხდღიანი ყრილობა ფილადელფიაში გუშინ გაიხსნა.

რესპუბლიკელებმა გასულ კვირას უკვე დაასახელეს თავის ოფიციალურ კანდიდატად დონალდ ტრამპი.

დღის ამბები