07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ხანძარი კალიფორნიის შტატში - ხელისუფლებამ 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა

კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. გარდაცვლილია ერთი  ადამიანი.

ხანძარი, რომელიც ამჟამად 130 კვადრატულ კილომეტრზეა მოდებული, ეროვნული პარკის გარდა, დასახლებულ ტერიტორიებსაც ემუქრება.

მეხანძრეები უკვე მეოთხე დღეა ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ხანძარი ამ დროის განმავლობაში 18 შენობას მოედო. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია.

დღის ამბები