07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ფილადელფიაში "დემოკრატიული პარტიის" ყრილობა გაიხსნა

ფილადელფიაში დემოკრატიული პარტიის ყრილობა გაიხსნა, რომელზეც ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა წარადგინონ. ყრილობის პირველივე დღეს დელეგატებს შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ბერნი სანდერსმა მიმართეს, რომელმაც ჰილარი კლინტონს მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა.

ყრილობის პირველივე დღეს ფილადელფიაში კლინტონის საწინააღმდეგო საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მისი მოწინააღმდეგეების უდიდესი ნაწილი კლინტონის ყოფილი კონკურენტის, ბერნი სანდერსის მხარდამჭერები იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ სანდერსმა მოუწოდა არენაზე მის მომხრეებს, პროტესტისგან თავი შეეკავებინათ.

ქალაქში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ჰილარის არჩევა ამერიკის ახალი ომის დაწყებას ნიშნავდა. სიტუაცია ბერნი სანდერსმა თავადვე განმუხტა. ის გვიან ღამით ყრილობაზე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონი ამერიკის მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს.

დემოკრატების ყრილობის დღეებში უსაფრთხოება ფილადელფიაში უკიდურესად გამკაცრებულია. პოლიცილების გაძლიერებული ჯგუფები, არა მხოლოდ ფილადელფიის ქუჩებს, ქალაქთან დამაკავშირებელ შტატის ავტობანებსაც აკონტროლებენ. ველს ფარგო ცენტრთან კერძო ტრანსპორტისთვის გზები დაკეტილია. დელეგატები და აკრედიტებული მედია ქალაქის სხვადასხვა ნაწილიდან არენამდე სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მიჰყავთ.

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები