07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
საფრანგეთში შეიარაღებულმა პირებმა ეკლესიაში მძევლები აიყვანეს

ორმა, ცივი იარაღით შეიარაღებლმა პირმა, მძევლები აიყვანა საფრანგეთში. Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა საფრანგეთის ჩრდილოეთით, ქალაქ რენ ეტიენ სიუ რუვრის ერთ-ერთ ეკლესიაში მოხდა. სხვადასხვა ინფორმაციით, მძევლად აყვანილია 4-დან 6 მოქალაქემდე, რომელიც ტაძარში იმყოფებოდა. ფრანგული ტელეკომპანია BFM TV -ის ცნობით, მძევალთა შორის არიან მონაზვნები და ერთი მღვდელი.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთმა მძევალმა გაქცევა მოახერხა და პოლიცია გამოიძახა. 

საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო Reuters-ის  ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელების ნეიტრალიზება მალევე შეძლო. ერთი მძევალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გამოცემა Normandie -ს ჟურნალისტის ცნობით კი, ტაძარი, სადაც მძევლები აიყვანეს, სამართალდამცველთა ალყაშია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სწრაფი რეაგირების რაზმი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში ადგილზე სროლის ხმა ისმის. 

დღის ამბები