07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
რეჯეპ ტაიპ ერდოღანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 9 აგვისტოს შედგება

რეჯეპ ტაიპ ერდოღანის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 9 აგვისტოს შედგება. რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის პირველი პირისპირ მოლაპარაკება სანქტ პეტერბურგში გაიმართება.

მოლაპარაკების მთავარი თემა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება იქნება. ურთიერთობის აღდგენაზე და პირად შეხვედრაზე რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ.

კრემლში აცხადებენ, რომ თურქეთის ლიდერმა თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ბოდიში მოიხადა. რამდენიმე დღის წინ კი ოფიციალურ ანკარაში განაცხადეს, რომ სამხედრო პილოტი, რომელმაც ნოემბერში სუ-24 ჩამოაგდო, სამხედრო ამბოხში მონაწილეობდა და იმ დროს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო.

დღის ამბები