07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთის პოლიტიკური ძალები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

თურქეთის პოლიტიკური ძალები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ. პრემიერმინისტრის განცხადებით, ყველა პარტია თანხმდება, რომ არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებები გარდაუვალია.

ბინიალი ილდირიმს არ დაუკონკრეტებია, რა სახის ცვლილებეზეა საუბარი, თუმცა სამხედრო ამბოხის შემდეგ ანკარაში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ სიკვდილით დასჯის აღდგენაზე.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის სასჯელის ეს ზომა შემოიღოს, რადგან ამ ინიციატივას მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები