07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
იაპონიაში შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

მსხვერპლი მოჰყვა შეიარაღებულ თავდასხმას იაპონიაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში, ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და იქ მყოფებს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 19 ადამიანი, 45 კი დაშავდა. 20 პაციენტის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ.

პოლიციამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმა შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებზე, ამავე დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა მოაწყო.

მოტივი უცნობია, თუმცა პოლიციაში აცხადებენ, რომ 26 წლის სატოსი უემაცუ ხშირად გამოხატავდა ნეგატიურ დამოკიდებულებას უნარშეზღუდული პაციენტების მიმართ და აცხადებდა, რომ მათი მოშორება სურდა.

ადგილობრივი მედია კი წერს, რომ თავდამსხმელი ფსიქიურად გაუწონასწორებელი იყო.

დღის ამბები