07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ძლიერი აფეთქება აზერბაიჯანის სამხედრო ქარხანაში

აზერბაიჯანის ქალაქ შირვანში მდებარე სამხედრო ქარხნის  ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. 

ამის შესახებ ინფორმციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, რომლის თანახმად, დაშავებულები შირვანის ცენტრალური ჰოსპიტლის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილნი.

გარდაცვლილთა და დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აფეთქების მიზეზის დადგენა.

 

   

დღის ამბები