07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი - როულინგი ახალ რეკორდებს ხსნის

"ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" უკვე ბესტსელერად იქცა. წიგნი მაღაზიების დახლებზე ჯერ არ გამოჩენილა, თუმცა ჯოან როულინგის ახალი ნაწარმოების წინასწარი დაკვეთები ყველა რეკორდს ხსნის.

წიგნის დისტრიბუტორ კომპანიაში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში პირველი ტირაჟი თითქმის სრულად წინასწარ გაყიდულია.

წიგნი ჯადოქარი ბიჭის ისტორიის მერვე ნაწილია და ჰარი პოტერის ზრდასრულ ცხოვრებას ასახავს.

ამავე სცენარით ლონდონის სცენაზე სპექტაკლიც დაიდგა. წიგნი გაყიდვაში სწორედ პრემიერის მეორე დღეს, 31 ივლისს, გამოვა.

დღის ამბები