07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ნორმანდიის ეკლესიაში მოკლული ერთ-ერთი თავდამსხმელი სამართალდამცველევს კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი

ახალი დეტალები საფრანგეთში, ნორმანდიის ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის შესახებ. ორიდან ერთ-ერთი მოკლული თავდამსხმელი 19 წლის ადელ კერ-მიჩე სამართალდამცველების მიერ კონტროლზე იყო აყვანილი, რადგან გასულ წელს ორჯერ სცადა სირიაში გადასვლა.

მომხდარის ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტერორიზმის საფრთხე ევროპასა და საფრანგეთში ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა. ფრანსუა ოლანდის თქმით, საფრანგეთი ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალურად იყენებს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეკლესიაზე მომხდარ თავდასხმას შეერთებული შტატებიც გამოეხმაურა.

თეთრი სახლი გმობს ტერორისტულ თავდასხას და მზად არის საფრანგეთს გამოძიების პროცესში დაეხმაროს. 

დღის ამბები