07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

ჰილარი კლინტონი ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურ კანდიდატად წარადგინეს.

დემოკრატების ყრილობაზე მისი კანდიდატურა ფორმალურად რამდენიმე საათის წინ დასახელდა.

სიტყვით გამოვიდა მისი მეუღლე და შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი. ბილ კლინტონმა ჰილარის საუკეთესო მეგობარი, ცვლილებების ყველაზე დიდი განმახორციელებელი და ლიდერი უწოდა.

მან ვრცლად ისაუბრა მეუღლის განვლილ პოლიტიკურ კარიერაზე და გაიხსენა ერთად გატარებული წლები.

დღის ამბები