07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
აზერბაიჯანის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აზერბაიჯანის ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილები ქარხნის თანამშრომლები იყვნენ.

საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 10 დაშავებული, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა. აფეთქება შირანში მდებარე იარაღისა და თავდაცვითი საშუალებების მწარმოებელ ქარხანაში გუშინ საღამოს მოხდა.

გამოძიებამ დივერსიის ვერსია უკვე გამორიცხა. საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, აფეთქება და ხანძარი საწარმოში ერთ-ერთი დეტალის აალებამ გამოიწვია.

დღის ამბები