07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ობამა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს

ბარაკ ობამა არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სცადოს,- ეს განცხადება პრეზიდენტმა ობამამ ტელეკომპანია NBC-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ჟურნალისტმა დემოკრატიული პარტიის წევრების პირადი მიმოწერის გასაჯაროებაში რუსეთის კვალზე დაუსვა შეკითხვა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ექსპერტებს ეჭვი სწორედ რუს ჰაკერებზე აქვთ, რომლებიც გამუდმებით აწყობენ კიბერთავდასხმებს სამთავრობო და კერძო დაწესებულებების კომპიუტერულ სისტემებზე.

ობამა აღნიშნავს, რომ მიმოწერის გასაჯაროების მოტივი მისთვის უცნობია, თუმცა მიუთითებს, რომ რუსული მედია საკმაოდ კეთილგანწყობილად აშუქებს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას. ობამა ამ ფაქტს ტრამპის განცხადებებს უკავშირებს, რომელიც ხშირად ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის პერსონით მოხიბლულია.

 

 

დღის ამბები