07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ერევანში ისევ დაძაბული ვითარებაა - სასნა ცრერის წარმომადგენლებმა მძევლად ექიმები აიყვანეს

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა. სასნა ცრერის წარმომადგენლებმა ექიმები აიყვანეს მძევლად, რომლებიც პოლიციის შენობაში გვიან ღამით მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად შევიდნენ.

შეიარაღებულმა აქტივისტებმა 17 ივლისს დატყვევებული ყველა მძევალი სამი დღის წინ გაათავისუფლეს, თუმცა ძალოვანებს არ ჩაბარდნენ და დღემდე პოლიციის შენობას იკავებენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად სასნა ცრერის ორი აქტივისტი გუშინ საღამოს პოლიციას ჩაბარდა, დანარჩენებმა კი იარაღის დაყრაზე ისევ უარი განაცხადეს და უმისამართო ცეცხლი გახსნეს.

სროლის შედეგად დაშავდა ერთი პოლიციელი და ორი აქტივისტი. დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულია და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადების მობილიზება მოითხოვეს, მოგვიანებით კი მათ გამოშვებაზე უარი თქვეს.

სამედიცინო პერსონალის გათავისუფლების საკითხზე აქტივისტებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

დღის ამბები