07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ბრიტანელმა ინჟინერებმა 10 მეტრიანი მექანიკური თოჯინა შექმნეს

ბრიტანელმა ინჟინერებმა 10 მეტრიანი მექანიკური თოჯინა შექმნეს. გიგანტური კონსტრუქცია, რომელიც გარეგნულად მაღაროელს ჰგავს, ქალაქ დევონში დადგეს.

ორგანიზატორებმა ორი რეგიონის კორნველისა და დასავლეთ დევონის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეყვანის 10 წლის იუბილე აღნიშნეს.

ათმეტრიანი მექანიკური თოჯინა კორნველის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში იმოგზაურებს და სხვა დასხვა ქალაქში გამოიფინება. 

დღის ამბები