07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
"ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმას სირიაში 44 ადამიანი ემსხვერპლა

ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას სირიაში 44 ადამიანი ემსხვერპლა. ტერორისტების სამიზნე ამჯერად, თურქეთის საზღვართან მდებარე, ქურთებით დასახლებული ქალაქი ქამიშლი გახდა, სადაც მცირე ინტერვალით, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა.

სატვირთო მანქანა, რომელსაც ტერორისტი მართავდა, პოლიციის შტაბ ბინასთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობებთან აფეთქდა, რამდენიმე წუთში კი ამავე ტერიტორიაზე დაზიანებული გაზსადენი აფეთქდა.

დამკვირვებლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. ათობით ადამიანი კი საავადმყოფოებშია გადაყვანილი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები