07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ფრანგი სასულიერო პირები სალოცავებში უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას მოითხოვენ

ფრანგი სასულიერო პირები სალოცავებში უსაფრთხოების დაცვის გაძლიერებას მოითხოვენ. მუსლიმთა, იუდეველთა, ქრისტიანთა და ბუდისტთა ლიდერები ელისეს სასახლეში დღეს ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდნენ. მათ დაგმეს ეკლესიაზე თავდასხმა და მღვდლის მკვლელობა.

შემთხვევა რუენის გარეუბანში გუშინ მოხდა. დილის ლოცვების დროს ტაძარში ორი თავდამსხმელი შეიჭრა და 84 წლის მღვდელს ყელი გამოჭრა. ამის შემდეგ მათ ეკლესიაში მყოფი მონაზვნები და მორწმუნეები მძევლად აიყვანეს. საბოლოოდ თავდამსხმელები პოლიციელებმა მოკლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

დღის ამბები