07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სომხეთის ოპოზიცია ირწმუნება, რომ შეიარაღებულ პირებს ექიმები მძევლად არ აუყვანიათ

სომხეთის ოპოზიცია ირწმუნება, რომ პოლიციის შენობაში მყოფ შეიარაღებულ პირებს ექიმები მძევლად არ აუყვანიათ. მათივე თქმით, აქტივისტები მზად არიან მედიკოსები გაათავისუფლონ, თუ მათ სხვა ბრიგადა ჩაანაცვლებს.

ექიმები აქტივისტებმა გვიან ღამით დაატყვევეს, როდესაც ისინი პოლიციის შენობაში სროლის შედეგად, დაშავებულების დასახმარებლად შევიდნენ. დაჯგუფება სასნა ცრერის აქტივსტები 17 ივლისის შემდეგ პოლიციის შენობაში არიან გამაგრებული. მათ ყველა მძევალი გაათავისუფლეს, თუმცა იარაღის დაყრაზე უარს აცხადებენ.

ორი აქტივისტი გუშინ საღამოს პოლიციას ჩაბარდა, დანარჩენებმა კი დანებებაზე უარი თქვეს, რასაც სროლა მოყვა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი პოლიციელი და ორი აქტივისტი.  

დღის ამბები