07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
პირველად ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობისთვის ქალი იბრძოლებს

ჰილარი კლინტონი დემოკრატების პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატია. ფილადელფიაში მიმდინარე ყრილობაზე ყოფილი სახელმწიფო მდივანი ქვეყნის ლიდერის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს და პირველი ქალი გახდა, რომელიც პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად იბრძოლებს.

ყრილობის მეორე დღეს მთავარი გამომსვლელი მისი მეუღლე იყო. ბილ კლინტონმა ამერიკელებს ყოფილი პირველი ლედის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ყრილობაზე სიტყვით ამერიკის მოქმედი პირველი ლედი, მსოფლიოში ცნობილი მსახიობი მერილ სტრიპი და სხვა ცნობილი ადამიანები გამოვიდნენ. 

ავტორი თამარ ჭავჭავაძე

 

 

დღის ამბები