07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
„დონალდ ტრამპი არ არის გეგმებისა და ფაქტების მოყვარული ადამიანი," - ბარაკ ობამა

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამამ გააკრიტიკა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მის განცხადებებზე დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ფილადელფიაში უკვე მესამე დღეა გრძელდება ყრილობა.

ბარაკ ობამას სიტყვის ძირითადი ნაწილი ჰილარი კლინტონს დაეთმო. პრეზიდენტის თქმით, ჰილარი კლინტონის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანას სანდო ხელში დატოვებს. იგი სცენიდან თავად პრეზიდენტობის კანდიდატმა გააცილა. ყრილობაზე ვიცე პრეზიდენტის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს სენატორი ტიმ კეინი.

დელეგატებმა კომენტარები დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მოწოდებაზე გააკეთეს. მათი თქმით, ეს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის არასწორი ნაბიჯი იყო რაც მიუთითებს იმაზე რომ ტრამპს პროტოკოლის დაცვა არ შეუძლია და ვერ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში.

„დონალდ ტრამპი არ არის გეგმებისა და ფაქტების მოყვარული ადამიანი. ის საკუთარ თავს ბიზნესმენს უწოდებს, თუმცა მე ბიზნესში უამრავ ქალს და მამაკაცს ვიცნობ, რომლებმაც წარმატებას სასამართლო პროცესების გარეშე მიაღწიეს, ისე რომ მუშახელს ყოველთვის უხდიდნენ შრომის საფასურს. ჰილარის ესმის კანონიერი მიგრაციის სისტემის მნიშვნელობა, ამასთან სტუდენტებს და ადამიანებს რომლებიც სამუშაოდ ჩამოდიან, არ განიხილავს კრიმინალებად. ამერიკულ ოცნებას კედელი ვერ შეაკავებს,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები