07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
"აშშ-ის პრეზიდენტად მუშაობისთვის, ჰილარი კლინტონზე კვალიფიცირებული არც მე ვარ, არც ბილ კლინტონი და არც არავინ არ არის," - ბარაკ ობამა

დემოკრატების ყრილობის მესამე დღეს ტრიბუნა ბარაკ ობამამ დაიკავა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დელეგატებს მიმართა და დეტალურად ილაპარაკა, თუ რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ამერიკელებმა ჰილარი კლინტონს.

ობამამ აღნიშნა, რომ უფრო კვალიფიციური მამაკაცი ან ქალი კანდიდატი, ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე არ ყოფილა. პრეზიდენტის აზრით, ჰილარი კლინტონი უკან არ დაიხევს, ვიდრე ISIS არ განადგურდება.

“დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად მუშაობისთვის ჰილარი კლინტონზე კვალიფიცირებული არც მე ვარ, არც ბილ კლინტონი და არც არავინ არ არის. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ჩვენს დაზვერვასთან, დიპლომატებთან, სამხედროებთან, მას აქვს შეფასების უნარი, გამოცდილება და უნარი გაუმკლავდეს ტერორიზმის საფრთხეს. ეს მისთვის სიახლე არ არის,” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტის გამოსვლამდე კი საჯაროდ დაუჭირეს მხარი ჰილარი კლინტონს ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ.

„საფრთხეები ძალიან დიდია და დროება ძალიან არასაიმედო იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ავირჩიოთ,“ - განაცხადა ჯოზეფ ბაიდენმა.

დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე ამომრჩევლებს დღეს სიტყვით მიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. თიმ ქეინმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი მის დამოკიდებულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

დემოკრატებს ყოფილმა თავდაცვის მდივანმა, ლეონ პანეტამაც მიმართა.

პანეტა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი პრეზიდენტობის კვალიფიკაციური კანდიდატი და ერთადერთი არჩევანია.

„შემიძლია გითხრათ, რომ ამ არჩევნებზე პრეზიდენტობის მხოლოდ ერთი კანდიდატია, რომლსაც აქვს გამოცდილება, ტემპერამენტი და გონიერება, იყოს უმაღლესი მთავარსარდალი და ის ჰილარი კლინტონია,“ - განაცხადა ლეონ პანეტამ.

ჰილარი კლინტონის მხარდასაჭერად ფილადელფიაში არაერთი ცნობილი მომღერალი და მსახიობია ჩასული. 

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები