07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
მორიგი ვიდეომასალა-ტერორისტები ISIS-ის ერთგულებას ჰპირდებიან

დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ორი მებრძოლის ვიდეომიმართვა გაავრცელა. ისინი 19 წლის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საფრანგეთში ეკლესიაზე განახორციელეს თავდასხმა და მოხუცი სასულიერო პირი მოკლეს. ტერორისტები ვიდეო მასალაში ISIS ერთგულებას ჰპირდებიან.

საფრანგეთის პროკურატურამ ორივე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. მათ ნორმანდიის ერთ-ერთ ეკლესიაში მძევლები აიყვანეს და მღვდელს ყელი გამოჭრეს. პოლიციელებმა ორივე ადგილზე მოკლეს.

დაღუპული სასულიერო პირის ხსოვნის პატივსაცემად პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მესა ჩატარდა, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ულანდი დაესწრო.

დღის ამბები