07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
თურქეთში 16 ტელეარხი, 45 გაზეთი და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება დაიხურება

თურქეთში კიდევ რამდენიმე მედიასაშუალება დაიხურა - ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურება სამი სააგენტო, 16 ტელეარხი, 45 გაზეთი და 15 ჟურნალი. 

გარდა ამისა, გაიცა 47 ჟურნალისტის დაპატიმრების ორდენიც. ანალოგიური ბრძანება ხელისუფლებამ გასულ კვირასაც გასცა. მაშინ საუბარი იყო მედიის 42 წარმომადგენელზე.

გარდა ამისა, გრძელდება საკადრო წმენდა შეიარაღებულ ძალებშიც. სამსახურიდან დაითხოვეს 149 გენერალი და ადმირალი. ისინი სამხედრო გადატრიალების ორგანიზებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

ხელისუფლება ამბოხების მოწყობაში ამერიკაში მცხოვრებ სასულიერო პირს ფეთულა გიულენს ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები