07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ლოცვის დაწყების წინ რომის პაპი საკურთხეველთან წაიქცა

რომის პაპი პოლონეთში იმყოფება, სადაც კათოლიკური ეკლესიის ორგანიზებით მსოფლიო ახალგაზრდობის დღეები მიმდინარეობს.

ფრანცისკემ დღეს ქალაქ ჩესტოხოვაში მორწმუნეებისთვის ღია ცის ქვეშ მესა ჩაატარა და ინციდენტიც შეემთხვა.

ლოცვის დაწყების წინ პაპმა თავი ვეღარ შეიკავა და საკურთხეველთან წაიქცა. თუმცა ის მალევე წამოაყენეს და მესაც განაგრძო.

პაპი ფრანცისკე პოლონეთში 5 დღე დარჩება. დროის უმეტეს ნაწილს ის ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში გაატარებს.

დღის ამბები