07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ანგელა მერკელი თურქეთს ზომიერების პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს

ანგელა მერკელი თურქეთს ზომიერების პრინციპის დაცვისკენ მოუწოდებს. გერმანიის კანცლერის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, ქვეყანა ვალდებულია ამბოხებულების წინააღმდეგ ზომები მიიღოს. მაგრამ, დამნაშავეების დასჯისას ხელისუფლებამ ზომიერება უნდა დაიცვას.

განცხადება გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ტერაქტების შემდეგ პირველად მოიწვია.

მერკელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროინდელი თავდასხმების თავშესაფრის მაძიებლებმა მოაწყვეს, გერმანია მიგრანტების მიღებას არ შეწყვეტს.

დღის ამბები