07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
ფრანგი ჯიჰადისტი, რომელმაც მღვდელი მოკლა, თურქეთიდან დეპორტირებული იყო

ფრანგი ჯიჰადისტი, რომელმაც თანამზრახველთან ერთად ნორმანდიაში მღვდელი მოკლა, თურქეთიდან დეპორტირებული იყო.

გავრცელებული ცნობით, ადელ კერმიშმა შარშან სტამბოლში შესვლა სცადა, მაგრამ ის არ შეუშვეს და შვეიცარიაში გააბრუნეს. მომხდარის შესახებ კი თურქეთმა საფრანგეთს აცნობა.

კერმიში საფრანგეთშიც ორჯერ იყო დაკავებული სირიაში გამგზავრების მცდელობის გამო. მის თანამზრახველს კი ეკლესიაზე თავდასხმამდე საფრანგეთის სპეცსამსახური ეძებდა, რადგან უცხოელმა კოლეგებმა გააფრთხილეს, რომ ის თავდასხმას გეგმავდა.

ორი დღის წინ მათ ნორმანდიის ერთ-ერთ ეკლესიაში მძევლები აიყვანეს და მღვდელს ყელი გამოჭრეს. პოლიციელებმა ორივე თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს.

დღის ამბები