07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
"მიგრანტებს, რომლებსაც ჩვენ ეკონომიკაში წვლილი შეაქვთ, მიეცემათ საშუალება გახდნენ ამერიკის მოქალაქეები," - ჰილარი კლინტონი

შეერთებულ შტატებში დემოკრატების პარტიის ოთხდღიანი ყრილობა დასრულდა. ჰილარი კლინტონმა კი ფორმალურად პარტიისგან პრეზიდენტის კანდიდატობის მანდატი მიიღო. ის დელეგატებისა და მხარდამჭერების წინაშე 1 საათიანი სიტყვით გამოვიდა.

მან ვრცლად ისაუბრა თავის საარჩევნო პროგრამაზე, რომელიც სამუშაო ადგილების გაზრდასა და საშუალო კლასის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.

კლინტონს არ დავიწყებია კონკურენტი რესპუბლიკელის კრიტიკაც. პირობა დადო, რომ იქნება დემოკრატების, რესპუბლიკელების და თითოეული ამერიკელის პრეზიდენტი.

"ჩვენ ავაშენებთ ისეთ ეკონომიკას, სადაც ვისაც კარგი ანაზღაურება უნდა, მიიღებს. მიგრანტებს, რომლებსაც ჩვენ ეკონომიკაში წვლილი შეაქვთ, მიეცემათ საშუალება გახდნენ ამერიკის მოქალაქეები. ჩვენ არ ავკრძალავთ რომელიმე რელიგიას და ამერიკა ისევ იმუშავებს მოკავშირეებთან ტერორიზმის დასამარცხებლად. არავის მისცეთ ნება ამტკიცოს, რომ ქვეყანა სუსტია. ასევე არ დაუჯეროთ მას, ვინც ამბობს, რომ ყელაფერს მარტო გამოასწორებს. სწორედ ეს თქვა დონალდ ტრამპმა კლივლენდში. ამ დროს მას ავიწყდება სამხედროები ბრძოლის წინა ხაზზე, პოლიციის ოფიცრები და მეხანძრეები, ექიმები, მასწავლებლები და მეწარმეები," - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა. 

დღის ამბები