03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
„აირზენა” ხვალ აეროპორტის პარალიზებას გეგმავს

ავიაკომპანია „აირზენას” თანამშრომლები ხვალ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პარალიზებას გეგმავენ.

განცხადება ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა დღეს გააკეთეს და ხელისუფლებას მათი პირობების დაკმაყოფილების ვადა ხვალამდე მისცეს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, უნდა მოხდეს ქართული საავიაციო სფეროს დემონოპოლიზირება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე აქცია კი უკვე დასრულებულია. „აირზენას” თანამშრომლების აქციას ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები