07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
რომის პაპი ახალგაზრდა თაობას მიგრანტებისა და დევნილების მიმართ ტოლერანტობისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ახალგაზრდა თაობას მიგრანტებისა და დევნილების მიმართ ტოლერანტობისკენ მოუწოდებს. განცხადება პაპმა ფრანცისკემ პოლონეთში გააკეთა, სადაც მსოფლიო ახალგაზრდობის დღეების გახსნას დაესწრო.

რომაული კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა კრაკოვში შეკრებილ 600 ათას ახალგაზრდას სიტყვით მიმართა და გასაჭირში მყოფი ხალხის დახმარებისკენ მოუწოდა.

პაპი ფრანცისკეს განცხადებით, კონფლიქტების გამო მილიონობით ადამიანმა ოჯახის წევრები დაკარგა და უსახლკაროდ დარჩა.

პონტიფიკოსის თქმით, ამ ადამიანებისთვის ახლა გვერდში დგომა და საზოგადოების ყურადღება აუცილებელია.

დღის ამბები