07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ჰილარი კლინტონი "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატობას ოფიციალურად დათანხმდა

დემოკრატიული პარტიის ყრილობა ფილადელფიაში განსაკუთრებული საზეიმო განწყობით და ოვაციებით დასრულდა. ყრილობის ბოლო სესიის დამთავრების შემდეგ, ჰილარი კლინტონი - ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტობის პირველი ქალი კანდიდატი, ოჯახის წევრებთან და ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად იდგა უელს ფარგო არენაზე და ათასობით მხარდამჭერის აპლოდისმენტებს იღებდა.

კლინტონი ოფიციალურად დათანხმდა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობას და მთავარი წინასაარჩევნო სიტყვით გამოვიდა. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, რომელსაც ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია მაღალკვალიფიციურ დიპლომატად მიიჩნევს, მხარდამჭერებითვის არა ერთ გზავნილს გაუსვა ხაზი, მათ შორის ყველაზე მკაფიოდ ერთიანობის ძალას და მნიშვნელობას.

CNN-ის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს და მისი რეიტინგი დაახლოებით 3%-ით მეტია ჰილარი კლინტონის რეიტინგზე, თუმცა შესაძლოა სურათი მალევე შეცვალოს ჰილარის დღევანდელმა მოხსენებამ. 6 სექტემბერს საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატები გაიმართება. 4 ოქტომბერს კი დებატებზე ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატები შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დონალდ ტრამპი და ჰილარი კლინტონი დაუპირისპირდებიან.

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები