07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქეთში ჟურნალისტების სასამართლო პროცესი იწყება

თურქეთში ჟურნალისტების სასამართლო პროცესი იწყება. სტამბოლის სასამართლოში დღეს 21 ჟურნალისტი მიიყვანეს. მათ შორის არიან ცნობილი კორესპონდენტი ნაზლი ილიჩაკი და გაზეთ ჰურიეტის რეპორტიორი არდა აკინი. ისინი გასულ კვირას სამხედრო გადატრიალების საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. 11-მა ჟურნალისტმა ქვეყნის დატოვება მოასწრო, 9 კი იძებნება.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გენშტაბის ხელმძღვანელი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მეთაურებთან ერთად, თანამდებობას შეინარჩუნებს. შესაბამის განკარგულებას რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი უკვე მოაწერა.

პარალელურად, თურქეთმა მოსალოდნელი ამბოხების შესახებ ყირგიზეთი გააფრთხილა, სადაც ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობა ასევე სერიოზული გავლენით სარგებლობს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები