07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
რომის პაპმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი დაათვალიერა

რომის პაპმა პოლონეთში ვიზიტის მესამე დღეს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი დაათვალიერა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური ბანაკის ტერიტორიაზე შესვლამდე გაჩერდა და ილოცა. მან ე.წ. სიკვდილის კედელი დაათვალიერა, სადაც ტყვეებს ხვრეტდნენ და ის საკანიც, სადაც დღეს უკვე წმინდანად შერაცხულმა მაქსიმილიან კოლბემ ერთ-ერთი ტყვე გადაარჩინა და მის ნაცვლად ეწამა.

ოსვენციმში ფრანცისკე გადარჩენილ ტყვეებს შეხვდა და თავმდაბლობის ნიშნად მათ პაპის ბეჭედზე კოცნის უფლება არ მისცა.

დღის ამბები