03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
მონაკოს პრინცს ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა

მონაკოს პრინცი ტყუპის მამა გახდა. პრინც ალბერს და პრინცესა შარლინს ქალ-ვაჟი შეეძინათ. სამეფო ოჯახის წარმომადგენელთა განცხადებით, დედაც და პატარებიც თავს კარგად გრძნობენ. ბავშვებს სახელებიც შეურჩიეს. ბიჭს ჟაკი, გოგოს კი გაბრიელა დაარქვეს.

მონაკოს კონსტიტუციის მიხედვით, ტახტის პირველი მემკვიდრე ბიჭი იქნება. სამეფო ტყუპის დაბადება მონაკოში ზეიმით აღნიშნეს. ეკლესიებში ერთდროულად დაირეკა ზარი, სანაპიროზე კი ქვემეხებით გაისროლეს.

პრინცი ალბერი 2011 წელს დაქორწინდა. მისი მეუღლე შარლინ უიტსტოკი სამხრეთ აფრიკელი სპორტსმენია.

დღის ამბები