03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ინციდენტი ზოოპარკში - ვეფხვი მოქალაქეს თავს დაესხა

ზოოპარკში ვეფხვმა მოქალაქე დაკბინა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ორმა ახალგაზრდამ ვოლიერთან დასაშვები ზღვარი გადალახა. ამ დროს ვეფხვი ერთ-ერთ მათგანს თავს დაესხა და თათით ფეხის არეში მიაყენა დაზიანება.

დაშავებულის დროული დახმარება ზოოპარკის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მოახერხეს.

ზოოპარკის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ და გაითვალისწინონ წარწერები, რომელიც ვოლიერებთან არის გაკრული და არ გადალახონ ზღვარი.

„ნუ გადალახავთ დამცავ ბარიერებს და ნუ მიუახლოვდებით ცხოველებს დასაშვებზე ახლოს. გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!“ - ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

დღის ამბები