07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ჰილარი კლინტონი შტატების ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად იბრძოლებს

უელს ფარგო არენაზე შეკრებილ დელეგატებს მთავარი გამომსვლელი ჩელსი კლინტონმა წარუდგინა. სცენაზე ჰილარი კლინტონის გამოჩენას აუდიტორია ოვაციით შეხვდა. მან პრეზიდენტობის კანდიდატობაზე თანხმობა ოფიციალურად განაცხადა და შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც რომელიც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის დასაკავებლად იბრძოლებს.

კლინტონისთვის ეს ბოლო 25 წლიანი კარიერის განმავლობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საჯარო გამოსვლა იყო. ჰილარი კლინტონმა აქცენტი ძირითადად გამოწვევებზე, ნატო-ს მოკავშირეების დაცვაზე გააკეთა, რაზეც რესპუბლიკელთა კანდიდატის მიერ საჯაროდ გამოთქმულმა პოზიციამ ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კლინტონის კრიტიკის მთავარი ადრესატიც სწორედ ამიტომ დონალდ ტრამპი იყო.

ის მხარდამჭერებს დაპირდა, რომ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემთხვევაში ამერიკა გახდება ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით ისარგებლებს. კანდიდატმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მშენებლობაში მიგრანტების როლსაც.

4 დღიანი ყრილობა უელს ფარგო არენაზე საზეიმოდ დაიხურა. ჰილარი კლინტონი ვიცე -პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად თანაპარტიელთა მანდატით დონალდ ტრამპის წინააღმდეგ თეთრ სახლში მოსახვედრად იბრძოლებს. საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი: დავით ნიკურაძე.

დღის ამბები