07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ჰაკერებმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ქსელი გატეხეს

მორიგი კიბერ-შეტევა დემოკრატიული პარტიის კომპიუტერულ სისტემაზე. ამჯერად ჰაკერებმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ქსელი გატეხეს.

პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში რუსულ კვალზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუს ჰაკერებს, სავარაუდოდ, კომპრომატების მოპოვებას ცდილობდნენ იმ მიზნით, რომ ჰილარი კლინტონის კამპანია დააზარალონ და ამგვარად დონალდ ტრამპს გმარჯვებაში დაეხმარონ.

რუსულ სპეცსამსახურებზე აქვთ ეჭვი შეერთებული შტატების სამართალდამცველ უწყებაშიც.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცდილობს, დაადგინოს, შეუქმნა თუ არა საფრთხე ამ ინცინდენტმა ეროვნულ უსაფრთხოებას.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს დემოკრატიული პარტიის მონაცემთა ბაზაზე უკვე მესამე კიბერ-შეტევაა.

მომხდარს ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებს.

დღის ამბები