07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
გიულენის მხარდაჭერის გამო, აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ტელეკომპანია დახურეს

ფეთულაჰ გიულენის მხარდაჭერის გამო, აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ტელეკომპანია დახურეს. მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკოპმპანია ა-ენ-ეს-ს ლიცენზია გაუუქმა.

ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანიამ აზერბაიჯანისა და თურქეთის ურთიერთობების საწინააღმდეგო პოზიცია დაიკავა, ეწეოდა თუტრქეთის სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და გიულენის ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

ამავე მოტივით თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ აზერბაიჯანის მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას ერთი თვით მაუწყებლობა აუკრძალა.

დღის ამბები