07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
სირიაში სამშობიარო დაბომბეს

სირიაში მორიგი იერიშის სამიზნე სამშობიარო გახდა. ორგანიზაციაში ექიმები საზღვრებს გარეშე აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობას რამდენიმე ჭურვი დაეცა.

არის მსხვერპლი სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის, თუმცა გარდაცვლილთა რიცხვის შესახებ ცნობილი არაფერია.

ასევე უცნობია, ვინ განახორციელა იერიში სამშობრიაროზე, სადაც ყოველთვიურად სამასამდე ბავშვი იბადება.

ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ჭურვი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გაისროლეს.

დღის ამბები