07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
თეთრი სახლი თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას სამხედრო ამბოხის მხარდაჭერაზე "უსაფუძვლოს" უწოდებს

თეთრი სახლი თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას სამხედრო ამბოხის მხარდაჭერაზე "უსაფუძვლოს" უწოდებს.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სპეკულაციები მომავალში ნეგატიურ გავლენას იქონიებს შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობაზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამბოხებულების მხარდაჭერაში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური მეთაურობის ხელმძღვანელი დაადანაშაულა.

თურქეთის პრეზიდენტი ჯოზეფ ვოტელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდის გამო ოფიციალური ანკარა გააკრიტიკა.

გენერალმა ვოტელმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ის სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებთანაც შეერთებული შტატები აქტიურად თანამშრომლობდნენ, დაკავებულებს შორის აღმოჩნდნენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს მიაჩნია, რომ ამ განცხადებით ამერიკელმა გენერალმა საკუთარი თავი ამხილა და ის შეთქმულების მონაწილეთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

დღის ამბები