07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
არეულობა და დაპირისპირება სომხეთში - დაკავებულია 165 ადამიანი

სომხეთის პოლიციამ წუხანდელი არეულობის შედეგად დაკავებულთა რიცხვი დააზუსტა. სამართალდამცველების განცხადებით, შეტაკებების შედეგად ძალოვანებმა 165 ადამიანი დააკავეს.

პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც სასნა ცრერის შეიარაღებული აქტივისტები არიან ბლოკირებულები, ერთმანეთს სამართალდამცველები და მომიტინგეები გვიან ღამით დაუპირისპირდნენ.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სასნა ცრერის მომხრეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და შენობას მიუახლოვდნენ. ძალოვანებმა დემონსტრანტების დასაშლელად სპეცსაშუალებები გამოიყენეს.

გავრცელებული ცნობით, ადგილზე სროლის ხმაც გაისმა, თუმცა ინფორმაციას ოფიციალური პირები არ ადასტურებენ.

პოლიციის ცნობით, არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი სამართალდამცველია.

დღის ამბები