07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ალეპოს ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს

ალეპოს ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორების მეშვეობით მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს. ამ დროისთვის ალეპო ალყაშია მოქცეული.  

ამის შესახებ ინფორმაციას BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოსახლეობა ალეპოდან დროებით თავშესაფრებში ავტობუსებით გაიყვანეს. 

მათივე ინფორმაციით, ამბოხებულთა რამდენიმე ჯგუფი სამთავრობო ძალებს ჩაბარდა.   

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ 4 ჰუმანიტარულ დერეფანს გახსნიდა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და იმ ამბოხებულებისთვის, რომლებიც სამთავრობო ძალებს ჩაბარდებოდნენ.  

 

დღის ამბები