07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
ტერაქტის საფრთხის გამო ამსტერდამის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

ტერაქტის საფრთხის გამო ამსტერდამის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

"სხიფოლის" ტერმინალებში შეიარაღებული სამართალდამცველების დამატებითი ქვედანაყოფებია მობილიზებული. ძალოვანები ამოწმებენ ყველა მანქანას, რომელიც აეროპორტის ტერიტორიაზე შედის, ასევე დეტალურ შემოწმებას გადიან მძღოლები და მგზავრები.

უსაფრთხოების ზომების გამო ტერმინალების მისადგომებთან საცობები შეიქმნა.

აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ტერორიზმთან ბრძოლის უწყების რეკომენდაციით გადაწყდა, თუმცა კონრეტულ მიზეზებს არ ახმაურებენ.

"სხიფოლის" ადმინისტრაციის ინფრომაციით, საჰაერო მიმოსვლაში შეფერხებები არ შექმნილა და ყველა რეისი განრიგით სრულდება. 

დღის ამბები